ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი პიპილეთისა და ცხმორის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა

by magda

01.02.2024წ.

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან – ალავერდ ხვედელიანთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, პიპილეთისა და ცხმორის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფ. სორგითი – გარე განათების მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფ. ჟაშქვა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფ. ონჭევი – სკვერის კეთილმოწყობა;
სოფ. პიპილეთი – სკვერის მოწყობა;
სოფ. ცხმორი – გზის რეაბილიტაცია, ცხაურის მოწყობა;
სოფ. ბაჯიხევი – გზის რეაბილიტაცია;
სოფ. ფსორი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხევის მოწყობა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
სოფ. ღუნდა – სასაფლაოს შემოღობვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 648 000 ლარს. ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content