ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

02.08.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვენ.
ასევე, განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
სამუშაო შეხვედრაზე, ლევან შერაზადიშვილმა წარმომადგენლებს, დაავალა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული საჭიროებების შესახებ, ასევე მოუწოდა, რომ გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა რადგან, მოსალოდნელი ტემპერატურის მკვეთრი მომატების გამო იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს ონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დირექტორი – კახაბერ ჩიკვილაძე და ააიპ ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრის დირექტორი – გოჩა ტყეშელაშვილი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content