9
03.02.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილეებს – გიორგი გაბუნიას და ელიზბარ ხაჩიძეს, ასევე ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელს – სალომე ცისკარაულს შეხვდა.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ სალოტბარო სკოლის პედაგოგი თორნიკე სხიერელი და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი – მანანა ჩაგელიშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა ონის სალოტბარო სკოლის სასწავლო პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, რამდენიმე სოფელში ხალხური სიმღერა-გალობის გუნდების ჩამოყალიბება დაიგეგმა, სადაც სწავლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.