ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნეს კლასტერების შექმნისა და ინვესტიციების მოზიდვის გზით“ სამუშაო შეხვედრა

10.08.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნეს კლასტერების შექმნისა და ინვესტიციების მოზიდვის გზით“ სამუშაო შეხვედრა.
 შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.
 პროექტის მიზანს წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების ზრდა და ონის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
 პროექტის საწყის ეტაპზე “პიემსი კვლევითმა ცენტრმა” კვლევის საფუძველზე შეარჩია ოთხი ეკონომიკური სექტორი (პირველადი და გადამუშავებული კვების პროდუქტები, ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, მშენებლობა) და თითოეულ შერჩეულ სექტორში განახორციელა კლასტერის დიაგნოსტიკური კვლევა.
 ზემოაღნიშნული ოთხი კლასტერიდან შესაბამისი შეფასების მატრიცის მიხედვით დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან შემდგარმა 10 კაციანმა სამუშაო ჯგუფმა გამოავლინა ორი პრიორიტეტული კლასტერი:
 ტურიზმი.
 კვების მრეწველობა.
 შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ააიპ “ფეა თრიიზ ფაუნდეიშენ”, პროფესიული კოლეჯი “ერქვანი”, თიბისი ბანკის ამბროლაურის სერვისცენტრი, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა, ფონდი აფხაზინტერკონტი, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, სამთო გამყოლთა ასოციაცია, ტურისტული აპლიკაციის შემქმნელი გუნდი “RACHA WITH LOVE”, ააიპ “ონის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი”.
 პროექტის შემდეგი ეტაპია გამოვლენილი კლასტერების დარეგისტრირება. ასევე, მათი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავება, დიაგნოსტიკური კვლევების ბაზაზე სექტორული საინვესტიციო პროფილების მომზადება, რეგიონული და ადგილობრივი საჯარო მოხელეებისათვის ინვესტიციების ხელშეწყობის, ინვესტირების შემდგომი მომსახურებისა და ადვოკატირების შესახებ ტრენინგების ჩატარება, ონის საინვესტიციო ვებ-გვერდის მომზადება, ქვე-გრანტის მექანიზმის საშუალებით კლასტერების მხარდაჭერის კომპონენტის განხორციელების და ევროკავშირის შესაბამის კლასტერებთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრებ მოსახლეობას

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით- კონკურსი გამოცხადდა

25 აპრილს, ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად განხორციელდა კამპანია -“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე