9 აგვისტოს ონის სპორტკომპლექსში გაიმართა გიორგი (ტატო) ბენდიანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში.

09.08.2022

9 აგვისტოს ონის სპორტკომპლექსში გაიმართა გიორგი (ტატო) ბენდიანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში.
ამხანაგურ შეხვედრაზე ერთმანეთს ონისა და საჩხერის გუნდები დაუპირისპირდნენ ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჭაბუკები და ახალგაზრდები.
 ორივე შეხვედრაში გამარჯვება ონის კალათბურთის გუნდებმა მოიპოვეს.
 ჭაბუკებს შორის შეხვედრა
ონი 67 – 61 საჩხერე.
ახალგაზრდებს შორის კი
ონი 81 – 69 საჩხერე
ანგარიშით დასრულდა.
 შეხვედრის ბოლოს დასახელდნენ მატჩის გამორჩეული მოთამაშეები, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მადლობას უხდის გუნდებს აღნიშნულ ტურნირში ასპარეზობისათვის და უსურვებს წარმატებას თითოეულ მონაწილეს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს