ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, რაჭა- ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ – ქრისტინა კობახიძეთან ერთად, მუსიკალური ფესტივალი “ROKVA”-ს ორგანიზატორებს შეხვდა.

 

ხელმძღვანელმა პირებმა, ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, საორგანიზაციო საკითხები და არსებული საჭიროებები განიხილეს და იმსჯელეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი “ROKVA” ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, 29-31 ივლისის პერიოდში გაიმართება და სხვადასხვა კონცეფციით უმასპინძლებს მსმენელს.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს