ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი დახმარების ცენტრის „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელთან – ანა ჯელაძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხადაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მოსახლეობას უფასოდ გაუწევს მომსახურებას.

პროექტის მიზანს წარმოადგენს გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში, ქალებს გაეწევათ უფასო სამართლებრივი კონსულტაციები, მოხდება ქალთა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა და გაძლიერება, წარიმართება მუშაობა საკანონმდებლო, პოლიტიკურ, პროგრამულ და საბიუჯეტო მექანიზმების გაუმჯობესებაზე, ჩატარდება კვლევები მოსახლეობის საჭიროებებსა და დამოკიდებულებებზე გენდერული თანასწორობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები,

მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმომადგენელს ანა ჯელაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება და წარმომადგენლებს დაავალა ადმინისტრაციულ ერთეულებში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა