ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის ხელმძღვანელობით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზიანის შემსწავლელი/დამდგენი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

17.06.2022წ.

17 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის ხელმძღვანელობით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზიანის შემსწავლელი/დამდგენი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დროებითი სამუშაო ჯგუფი პირადად უწევენ მონიტორინგს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას და არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობით და მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირებით, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობის დათვლას და მონაცემების შეჯამებას განახორციელებენ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა