ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან

15.06.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან.
მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, თავიანთ სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილი ვითარების და არსებული საჭიროებების შესახებ.
სერგი ხიდეშელმა, სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით, შპს “ონის სერვის ჯგუფის” დირექტორს – ნიკოლოზ მაისურაძეს დაავალა გეგმის შესაბამისად სტიქიის ზონაში უზრუნველყოს არსებული საჭიროებების დროულად მოგვარება.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს მოსულმა ძლიერმა ნალექმა, კვაშხიეთის, ცხმორის, ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა. გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით შეიქმნა სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაითვლის მიყენებულ ზარალს და უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და შპს “ონის სერვის ჯგუფის” დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა