ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

04.06.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ხელმძღვანელმა მიხეილ ქამუშაძემ მოაწერეს.
უთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გულისხმობს ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის დროებით სარგებლობაში გადაცემას სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებისთვის.
შენობა-ნაგებობა სრულად გარემონტდება და აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურით.
ადგილზე ჩატარდება ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია.
ადგილობრივებს შეეძლებათ, ისარგებლონ გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით.
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება: ოჯახის ექიმი, გინეკოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ნევროლოგი, ტრავმატოლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, ანგიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი.
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება: კლინიკაში 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე იქნება რეანომობილი.
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის, სახელმწიფო რწმუნებულის – პაპუნა მარგველიძის ინიციატივით ასევე სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის – მიხეილ ქამუშაძის, დირექტორის მოადგილის – ბესარიონ სიმონიშვილის და მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის ძალისხმევით.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შუქურა ჯაფარიძე.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.