ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან – თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად, სოფელ მრავალძალში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულ

04.06.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან – თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად, სოფელ მრავალძალში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
ონის მუნიციპალიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა პროექტი, რომელიც სოფელ მრავალძალში ღია სივრცეში სამოქალაქო ცერემონიების მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვას გულისხმობდა.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა ბუნებრივი ქვის ბილიკი და ბაქანი, მოეწყო ლითონის მაგიდები და სკამები, ასევე ლითონის დეკორატიული ეტლი და თაღები, დამონტაჟდა განათების სისტემა.
აღნიშნულ ღია სივრცეში შესაძლებელია ნიშნობის ცერემონიის, გამოფენების, საჯარო შეხვედრების და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება.
პროექტის მიზანია მიმზიდველი გარემოს შექმნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „მ.პ.ტ“ შეასრულა, სახელშეკრულებო თანხამ ჯამში – 37 372 ლარი შეადგინა.
აქედან საგრანტო თანხამ – 15 867 ლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 21 505 ლარი გამოიყო.

 

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა