ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელს – მინდია ღლონტს უმასპინძლა

11.05.2022წ.

სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანი სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” მართავს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელს – მინდია ღლონტს უმასპინძლა.
აღნიშნულ შეხვედრას ააიპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს მართვაში გადასული სოფლის ექიმები და ექთნები ესწრებოდნენ, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელმა – მინდია ღლონტმა, არსებული ვითარება შეაფასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. ასევე, ექიმებს გონივრული გრაფიკის შემუშავება სთხოვა.
შეხვედრის დასასრულს მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა მედიკოსებს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და იმ საქმიანობისთვის, რასაც პირნათლად ემსახურებიან.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა