ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს

27.04.2022წ.

27 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.
წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მიმდინარეობა.
გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს დაავალა, წარმოადგინონ ინფორმაცია, თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.
სამუშაო შეხვედრას, ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და შპს “ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს ხელმძღვანელი – კახაბერ ჩიკვილაძე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა