ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი ონელ ახალგაზრდა სპორტსმენს – მირიან მაისურაძეს შეხვდა

26.04.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონელ ახალგაზრდა სპორტსმენს – მირიან მაისურაძეს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ მირიანმა მიმდინარე წლის მარტის თვეში, ქ.ბუდაპეშტში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
გიორგი ნოდარიშვილმა მირიანს მესამე საპრიზო ადგილის დაკავება მიულოცა და სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის გადაწყვეტილებით, ყველა წარმატებულ ონელ სპორტსმენს მიღწეული წარმატებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის, გადაეცემა ფულადი ჯილდო

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს