ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან

07.02.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები. მერმა მოისმინა ინფორმაცია ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
სერგო ხიდეშელმა ყურადღება გაამახვილა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, მისი დავალებით აღნიშნული პროექტები შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი.
სერგო ხიდეშელის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა გადაიხედოს თითოეული საკითხი, რომ მიმდინარე სამუშაო წელი წარმატებულად წარიმართოს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა