მოსახლეობის საყურადღებოდ!

07.02.2022წ.

გაცნობებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მომზადდა ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელიც
ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განვითარებისთვის საჭირო მიზნებისა და ამოცანების დამუშავებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირებისაგან მოსაზრებები და შეფასებები მისი შესაძლო გათვალისწინების მიზნით. დოკუმენტის გასაცნობად გთხოვთ, ეწვიოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ვებ. გვერდს https://mrdi.gov.ge (სივრცითი მოწყობა, სივრცითი მოწყობის დოკუმენტები) სადაც განთავსებულია ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის ტექსტური და გრაფიკული ნაწილები.
ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები და შეფასებები ელექტრონულ მისამართზე: onismeria@gmail.com ან მისამართზე ონის
მუნიციპალიტეტის მერია, აღმაშენებლის ქ N40.
საკონტაქტო ტელეფონი: ადმინისტრაცია. მობ. 591010361 / 591010363
პატივისცემით,
ონის მუნიციპალიტეტის მერია

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა