ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

07.09.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
7 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.
შეხვედრაზე განიხილეს მუშაობის პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები. იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ.
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს