ონის მუნიციპალიტეტების სკოლების კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა საყურადღებოდ

10.09.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია გულწრფელ მადლობას უხდის დანიელ მეგობრებს, პირადად საპატიო კონსულს დანიის სამეფოში, მარიანა ბოლსს და ქალბატონ ჟანა ბაბუნაშვილს დახმარებისთვის
ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების სკოლების კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა საყურადღებოდ!
ფონდი ფეა თრიიზ (Fair Trees Fund) იწყებს განაცხადების მიღებას სტუდენტთა უმაღლესი განათლების ღირებულების, ასევე პროფესიული განათლების ხარჯების დასაფინანსებლად სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სასწავლებლებში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებული ბმულის საშუალებით: https://fairtreesfund.com/application-individual/
განაცხადებს განიხილავს საერთაშორისო საბჭო. დაკავშირება მოხდება მხოლოდ საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარსადგენი დოკუმენტაციის სია (სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით):
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
დაბადების მოწმობა
სკოლის ატესტატი
უმაღლეს/პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი ცნობა
პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის – ბიუჯეტი (ხარჯების გათვალისწინებით)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.10.2021.
დამატებითი კითხვებისთვის აპლიკაციის შევსებისას, გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებებში ან დაუკავშირდეთ ფონდის წარმომადგენელს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599 29 75 36

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა