ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით, 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესათან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

05.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით, 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესათან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქცია პროექტის ” დავიცვათ საქართველოს სისუფთავე “ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ორგანიზაციები.
გარემოსდაცვითი და დასუფთავების აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
ერთად დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს