ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

04.06.2021წ.

4 ივნის ონის მუნიციპალიტეტის მერიაში  ონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალგაზრდული სივრცის ფუნქციონირება
2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების საკითხი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის
საპროექტო ინიციატივა „კინო სოფელში“
სპორტული ღონისძიების ორგანიზება – მაგიდის ტენისის ჩემპიონატი მოყვარულებში
შეხვედრაზე ბატონმა დავითმა მხარდაჭერა აღუთქვა საბჭოს წევრებს საპროექტო ინიციატივა “კინო სოფელში” და სპორტული ღონისძიების განხორციელებაში
რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის მიერ მოგებულ GEOYOUTH2021 პროექტის ფარგლებში სწორედ ონისა და ამბროლაურის მერის ახალგაზრდული #მრჩეველთა #საბჭოს 15 წევრი გადამზადდება
GEOYOUTH2021 პროექტს ახორციოელებს #საქართველოს #პოლიტიკის #ინსტიტუტი (GIP) გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია #Polis180-თან თანამშრომლობით და #გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა