ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

25.05.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
25 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, 17 მაისს მომხდარი ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისათვის მიყენებული ზიანის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქ.ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები,დააზიანა ელ.გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content