ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14.09.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
14 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე , ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე , დაწესებულ შეზღუდვებზე და მერიის საჯარო მოსამსახურეთა დისტანციურ შრომით რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
დავით ჩიკვაიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა ნაწილმა სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა განახორციელონ დისტანციურად. შესაბამისი გრაფიკით. შრომის რეჟიმზე გადასვლა ეხება ყველა მოსამსახურეს, რომელთა დისტანციურად მუშაობა არ შეაფერხებს მერიის საქმიანობას.საჭიროების შემთხვევაში დისტანციურ შრომის რეჟიმზე მყოფი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე, ასევე მოუწოდა თანამშრომლებს დაიცვან ეპიდემიოლოგების რჩევები, რომელიც გულისხმობს სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებას და სხვა საჭირო ღონისძიებებს. გაიცა რეკომენდაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ბანკი, მაღაზიები, კვების ობიექტები) გასათვალისწინებლად.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა