ონის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

04.09.2020წ.

ონის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება!

მსოფლიო ებრაელობის უმსხვილესმა და გავლენიანმა ინგლისურენოვანმა გამოცემა The Jerusalem Post-მა ისრაელის სახლისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობას სტატია მიუძღვნა.

სტატიაში მოთხრობილია ისრაელის სახლის საქართველოში წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც შესაძლოა სამაგალითოდ იქცეს სხვა ქვეყნებში მოქმედი ისრაელური ორგანიზაციებისათვის.

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს ქალაქ ონში ქართველი „შინდლერისა“ და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის გახსნის უდიდეს მნიშვნელობას მსოფლიო ებრაელობისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ ქალაქ ონს სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.

The Jerusalem Post-ი და მისი ინტერნეტ-გამოცემა JPost.com-ი შედის ამერიკის ყველაზე პოპულარულ ვებგვერდებს შორის და მას ყოველდღიურად ეცნობა ისრაელის, აშშ-ისა და მსოფლიო ებრაელობის ათობით ათასი მკითხველი.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს