ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველი გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლებთან და მეწარმეებთან

28.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი გონაძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ლევან ცხვედიანთან, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, 2020 წლის ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლებთან და მეწარმეებთან: შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“, “იერი”, შპს „იმედი“, შპს “ონის სერვის ჯგუფი“ და ამხანაგობა “კახაბერი 7“ წარმომადგენლებთან პირველი გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას ყურადღება გამახვილდება საქმისადმი კეთილსინდისიერ და ერთულ დამოკიდებულებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე. შეფასების მიზნით სისტემატურად განხორციელდება მონიტორინგი. მოუწოდეს მეწარმეებს, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი ხარვეზები დააფიქსირონ დაუყონებლივ, რათა მყისიერად მოხდეს პრობლემის გამოსწორება.

ემზარ საბანაძის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას მშენებლებს და მეწარმეებს მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნებათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მთავარია მათ გამოიჩინონ საქმისადმი ერთგული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და აქცენტირება გააკეთონ მხოლოდ ხარისხზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა