ონის მუნიციპალიტეტის მერი ცალკეულ სტრუქტურული ერთეულებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს იწყებს

28.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ცალკეულ სტრუქტურული ერთეულებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს იწყებს.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი მერიაში ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის სამოქმედო გეგმის განხილვა იყო.

სამსახურის უფროსმა მანანა ჩაგელიშვილმა დებულებიდან გამომდინარე სამსახურებრივი ფუნქციის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ სისტემატურად ახორციელებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.

ასევე თითოეულმა თანამშრომლმა სამსახურებრივი ფუნქციების და ვალდებულების შესახებ ისაუბრა.

ემზარ საბანაძემ განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2020 წელს მეტი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა