ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება

by magda

15.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა სოფელში, ადგილობრივ მოსახლეობაზე გათვლილი გრაფიკის შესაბამისად მოძრაობს. ხოლო ახალი მიკროავტობუსი მგზავრებს დამატებით საშუალებას მისცემს, მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით.
მერის გადაწყვეტილებით ტრანსპორტით მომსახურების დაფარვის ზონა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მგზავრთა გადაადგილების პრობლემის მოგვარების მიზნით მომდევნო წლებში, ეტაპობრივად შეისყიდის დამატებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილებას ყველა მიმართულებით

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content