ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

by magda

10.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სოფ. სომიწოში (იაშვილების უბანში) დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა ადგილზე მოინახულეს მიმდინარე სამუშაოები.
პროექტი გულისხმობს დაზიანებული გზის 1100 გრძ. მეტრის მონაკვეთის მოსწორებას. ასევე, რკინა-ბეტონის გადამღვრელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას.
სამუშაოებს შპს “ონის სერვის ჯგუფი” ასრულებს და სახელშეკრულებო თანხა 28 857 ლარს შეადგენს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.
აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content