ონის მუნიციპალიტეტის ააიპ ბიბლიოთეკაში, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.

27/07/2026

ონის მუნიციპალიტეტის ააიპ ბიბლიოთეკაში, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გაიხსენეს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება, წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები და ისაუბრეს მისი ლიტერატურული მემკვიდრეობისა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ.
ღონისძიებას დაესწრო, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მსგავსი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა