27.07.2026წ.
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს სოფელ მრავალძლის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ცვლილების პროცესი, რომელიც ეფუძნება ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2021 წელს დამტკიცებული დოკუმენტის განახლებას.
გეგმის ცვლილების აუცილებლობა განაპირობა ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტში შემოსულმა მოქალაქეთა განცხადებებმა, რომლებიც საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების შენობების მშენებლობის შესაძლებლობას ითხოვენ. აღნიშნულმა მოთხოვნებმა ცხადყო, რომ არსებული სამშენებლო ტერიტორიები ვეღარ აკმაყოფილებს განვითარებისა და მოსახლეობის საჭიროებებს.
ცვლილების პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამშენებლო ტერიტორიის გაფართოება იმ არეალებში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება უკვე განსაზღვრულ სამშენებლო ზონებს და მდებარეობს არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის სიახლოვეს. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ტერიტორიის რაციონალურ და თანმიმდევრულ განვითარებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიან გამოყენებას, ასევე ხელს შეუწყობს დასახლების მოწესრიგებულ სივრცით განვითარებას.
განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილების პროცესი განხორციელდება ეტაპობრივად, სამშენებლო ტერიტორიების განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით. მომდევნო ეტაპები დაიგეგმება არსებული სამშენებლო რესურსის ათვისებისა და მუნიციპალიტეტის განვითარების მოთხოვნების შესაბამისად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით.
საკონტაქტო პირი: მობ. 595250717- შორენა ბიძიშვილი
https://oni.gov.ge/wp-content/uploads/2026/07/%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-1.pdf