170
15.11.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სოფ. სევაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის გულისხმობს, სოფ. სევაში ასფალტო -ბეტონის საფარის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ამბროლაური ავტოგზა N10“ ასრულებს, სახელშეკრულებო თანხა 1 125 000 ლარს შეადგენს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის ივლისის თვეში იგეგმება.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.