მოსახლეობის საყურადღებოდ

24.10.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით 26 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 11:00 საათიდან – 14:00 საათამდე, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ ატარებს უფასო კონსულტაციას.
აქციის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ექიმი-ოფთალმოლოგისგან უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება (გარდა სათვალის შერჩევისა).
მსურველებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 597 04 13 04
გისურვებთ ჯანმრთელობას

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა