ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ონელმა სპორტსმენმა – მირიან მაისურაძემ 92 კგ წონით კატეგორიაში უკრაინის წარმომადგენელი – საჰალიუკი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შემატა

23.10.2022წ.

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ონელმა სპორტსმენმა – მირიან მაისურაძემ 92 კგ წონით კატეგორიაში უკრაინის წარმომადგენელი – საჰალიუკი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შემატა!
ვულოცავთ მირიანს, ჩვენი კუთხის ღირსეულ ახალგაზრდა სპორტსმენს, ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას შემდომ ასპარეზობებზე!
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის გადაწყვეტილებით, ყველა წარმატებულ ონელ სპორტსმენს მიღწეული წარმატებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის, გადაეცემა ფულადი ჯილდო.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა