მიმდინარე წლის 30 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

by magda

30/07/2025

მიმდინარე წლის 30 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი:
1. ონის მუწიციპალიტეტის 2025 წლის II კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, კურორტ შოვში მდებარე 2000.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ 88.02.30.209) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების – მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის (ს/კ 88.18.27.122) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
4. 2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 6 თვის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი ექვსი თვის მუშაობის შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მიმდინარე 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის/საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გივი მეტრეველის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content