3
28.02.2024
მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”
2. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2023 წლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.