0
02.01.2024წ.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებას ონმა უმასპინძლა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. ტერიტორიაზე მოძრაობდნენ კოსტუმირებული საახალწლო და ზღაპრის გმირები.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა- სერგი ხიდეშელმა ღონისძიების მსვლელობისას მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო ღონისძიება ონში შემსრულებლების: მასტერის, მარიამ მამისმედიშვილის, თაკო მელიქიშვილის, გიორგი ელიზბარაშვილის, ტატო გოდერძიშვილის, ბენდი ”სალიოს”, ბენდი “მიქსტურას” კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა