1
31.03.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით 2 აპრილს, ოთხშაბათს, 11:00 საათიდან – 15:00 საათამდე, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ ატარებს უფასო კონსულტაციას.
აქციის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ექნება, ექიმი-ოფთალმოლოგისგან მიიღოს უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება (გარდა სათვალის შერჩევისა).
მსურველებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 597 04 13 04