თბილისის ცენტრალური ჰოსპიტალის წამყვანი ქირურგი – ზაზა სეხნიაძე, ალადაშვილის სახელობის კლინიკის თვალის განყოფილების წამყვან სპეციალისტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ჩაატარებს მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიურ მომსახურებას ონში

by magda

02.08.2023წ.

მოსახლეობის საყურადღებოდ!
5 აგვისტოს, თბილისის ცენტრალური ჰოსპიტალის წამყვანი ქირურგი – ზაზა სეხნიაძე, ალადაშვილის სახელობის კლინიკის თვალის განყოფილების წამყვან სპეციალისტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ჩაატარებს მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიურ მომსახურებას ონში.
კერძოდ: თვალის კვლევა უახლესი აპარატურით. თვალის სნეულებების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის ფართო სპექტრი.
ასევე, ადგილზე გარკვეული პერიოდულობით მიმაგრებული იქნება მაღალკვალიფიციური მედიკოსთა გუნდის რამოდენიმე წარმომადგენელი.
ქირურგიული პაციენტების მომსახურების მიზნით თვეში ერთჯერ ან ორჯერ ჩამოვა ქირურგიული ბრიგადა სრული აღჭურვილობით და ადგილზე ჩატარდება ისეთი მაღალტექნოლოგიური ოპერაციები როგორიცაა, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, გლაუკომის შუნტირება, ბადურის ასაკობრივი დეგენერაციის საწინააღმდეგო მედიკამენტების ინტრავიტრეალური ინექციები, საცრემლე გზების ლაზერული ზონდირება და მრავალი სხვა.
ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც გაქვთ სურვილი ჩაიტაროთ თვალის უფასო გამოკვლევა, შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ ონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში შაბათს, 10:00 საათიდან.
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დამატებითი კითხვისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებას: ტელ: 591 01 04 18
გისურვებთ ჯანმრთელობას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content