დღეს ონი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება

by magda

02.01.2024წ.

დღეს ონი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
დავით აღმაშენებლის მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიება, ამ დროისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.
საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა.
ღონისძიება გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: მასტერი, მარიამ მამისმედიშვილი, თაკო მელიქიშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ბენდი “სალიო”, ბენდი “მიქსტურა” წამყვანი-დუტა სხირტლაძე
დღის მანძილზე საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content