17
27.12.2023წ.
დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ონი-ამბროლაურის, ონი-ირის, ონი-ღების და ონი-გლოლის მიმართულებით.
პრობლემურ უბნებზე დილიდან იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე- ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობოდენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
ამᲟამად ონის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა ქალაქ ონის ცენტრალური ქუჩები, სოფელ Ღარის, გომი-ჯინᲭვისის, გლოლის, Ჭიორის, საკაოს მიმარᲗულებიᲗ საავტომობილო გზები, იწმინდება კვაᲨხიეᲗის ადმინისტრაციული ერᲗეულის სოფლებამდე, ასევე ბარი- მრავალᲫლის მიმარᲗულებიᲗ არსებული საავტომობილო გზები. თოვლის წმენდა ასევე გრძელდება ქალაქ ონის გარკვეულ უბნებზე.
გზების წმენდის პარალელურად ატიურად მიმდინარეობს დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონში და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელად.
გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერᲗეულებᲨი საᲭიროების ᲨემᲗხვევაᲨი კვლავ გაგრᲫელდება.