2
12.01.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო საჩუქრების დარიგება გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ონში, სოფელ სომიწოში მცხოვრები ანსამბლ „რაჭას“ წევრი – ნოდარი მეტრეველი მოინახულეს.
გიორგი ნოდარიშვილმა ანსამბლის გამორჩეულ წევრს, შობა -ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და რაჭა-ლეჩხუმ სვანების მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს ჩართულობით, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სიმბოლური საახალწლო ნობათი გადაეცათ.