5
25.05.2021წ.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამა წლის 27, 28, 29 მაისს, ფონდი Fair Trees-ის ფინანსური მხარდაჭერით ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს კლინიკა “კურაციოს” პროფესიონალთა გუნდი ეწვევა. ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების 0-18 წლის ჩათვლით ბავშვებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ კონსულტაციები კვალიფიციურ სპეციალისტებთან.
ადგილობრივ ბავშვებს კლინიკაში დახვდებათ:
პედიატრი
ორთოპედი
ენდოკრინოლოგი
დერმატოლოგი
ნევროლოგი
ოფთალმოლოგი
ალერგოლოგი
ოტორინოლარინგოლოგი
3 ექოსკოპისტი
ბავშვთა მიღება იწარმოებს ზემოთ აღნიშნულ დღეებში, 10:00-დან 17:30-მდე, COVID 19-ის რეგულაციების სრული დაცვით. მნიშვნელოვანია, თან გქონდეთ ბავშვის დაბადების/პირადობის მოწმობა.