0
13.12.2024წ.
გაიცანით 84 წლის მეეზოვე მანიჟა ჩიხრაძე.
მანიჟა ბებოს დილა უკვე 6 წელია ქალაქის დასუფთავებით იწყება, აქ დაიბადა და გაიზარდა ამიტომ თავისი ქალაქი განსაკუთრებულად უყვარს.
მისი სურვილია ქალაქის ქუჩები დასუფთავებული და მოვლილი იყოს, როგორც მანიჟა ბებო ამბობს, მეეზოვის პროფესია საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადია, მაგრამ საკუთარი ქალაქი იმდენად უყვარს, რომ ქალაქის სუფთა იერსახის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება სიამოვნებას ანიჭებს.