8
25.05.2021წ.
აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს $25,000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნული დახმარებით ონის სამედიცინო დაწესებულება უკეთ შეძლებს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვას, ვინაიდან პაციენტებს, შორ მანძილზე, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნის ნაცვლად, ადგილობრივად უმკურნალებს.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში რეგიონულ სამედიცინო ცენტრს, რომელიც საქართველოში საავადმყოფოთა ყველაზე დიდი ქსელია, უკვე $100,000 დოლარამდე ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამ დახმარების მიზანი COVID-19 პანდემიისას ცენტრის მიერ მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
აღნიშნული დახმარება აშშ-ის ევროპული სარდლობის ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანსაც მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა წარმოადგენს.