12
15.08.2023წ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის ზონაში მომუშავე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
პაპუნა მარგველიძე:
მინდა მადლობა გადავუხადო სტიქიის ზონაში საძიებო- სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა უწყებას, პოლიციის დანაყოფებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, სასაზღვრო პოლიციას, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს. მადლობას ვუხდი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და მოხალისეებს ამ რთულ სიტუაციაში დახმარებისა და გვერდით დგომისთვის.