ცხადდება კონკურსი სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის დებატების კლუბში მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეთა გასაწევრიანებლად

by magda

13.10. 2020წ.

ცხადდება კონკურსი სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის დებატების კლუბში მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეთა გასაწევრიანებლად (კლუბის ხელმძღვანელი – თეონა შერაზადიშვილი).
სწავლების პროცესში მოსწავლეები შეისწავლიან ფორმალური დებატების ტექნიკას და სახალისო აქტივობებით განივითარებენ ისეთი უნარებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციის მომზადება, დროის მართვა, გუნდურობა, ოპონენტის პატივისცემა, მოკვლევის წარმოება; შეიწავლიან ყველაფერს, რაც ორატორობასთან არის დაკავშირებული და საერთაშორისო პროგრამით სასკოლო სწავლებას უწყობს ხელს!
დებატების კლუბის წევრებს სამომავლოდ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ დებატების როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო ფორუმებსა და კონკურსებში; ასევე, მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატი.
იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ კონკურსი და გახდეთ დებატების კლუბის წევრი, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გიწვევთ კლუბის პრეზენტაციაზე ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, 15:30 საათზე, სკოლის სააქტო დარბაზში.
გაინტერესებს, რატომ – დებატები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content