1
02.11.2024წ.
რაჭველ ჩემპიონებს, თბილისის აეროპორტში ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი- ავთანდილ კენჭაძე და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი, მირიან მაისურაძე სამშობლოში დაბრუნდნენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე -ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი -ზვიად მხეიძე, ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე- ასლან საგანელიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი -სერგი ხიდეშელი სპორტსმენებს თბილისის აეროპორტში დახვდნენ და ქვეყნის საამაყო ტიტულის მოპოვება პირადად მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის აეროპორტში იმყოფებოდნენ სპორტსმენების მშობლები, ნათესავები და გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 6 ნოემბერს,15:00 საათზე, ქალაქ ონში ბეერ-შევას სახელობის პარკში, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონის თავისუფალ ჭიდაობაში -მირიან მაისურაძის დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
გულშემატკივრებს გექნებათ შესაძლებლობა გახდეთ ჩვენი კუთხის სპორტული დღესასწაულის თანამონაწილე!