რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

by magda

07.03.2022წ.

ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება რეგიონში
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს, რეგიონის მასშტაბით, ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევებისა და ამ მხრივ გასატარებელი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სს “საჩხერის რაიონული საავადმყოფო- პოლიკლინიკური გაერთიანება”-ს ხელმძღვანელი პირები. მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა, რეგიონში გააძლიერონ ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაცია და ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გახსნან პირველადი გადაუდებელი დახმარების ცენტრი. აგრეთვე იმსჯელეს დიალიზის ცენტრის აუცილებლობაზე რეგიონში და ამ მხრივ გასატარებელ საჭირო ღონისძიებებზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია რეგიონისათვის, როგორც გადაუდებელი ცენტრის, ისე დიალიზის ცენტრის არსებობის საკითხი, მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რამდენად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც საჭიროებენ დიალიზის პროცედურას და მადლობა გადაუხადა სს ” საჩხერის რაიონული საავადმყოფო- პოლიკლინიკური გაერთიანება”- ს ხელმძღვანელობას აღნიშნული ინიციატივისათვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისთვის.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობა უკვე დაწყებულია და ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით შესაძლებელი იქნება აღნიშნული პრობლემები დროულად და ეფექტურად გადაწყდეს.
შეხვედრის დასრულების შემდგომ სახელმწიფო რწმუნებულმა კლინიკის ხელმძღვანელებს ონის საავადმყოფო დაათვალიერებინა, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კლინიკის სერვისებს და ადგილზე მიეღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები მისი საჭიროებებიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ საჩხერის კლინიკის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში გეგმავს, ონის საავადმყოფოში სხვადასხვა სპეციალისტების ჩამოყვანას და მოსახლეობისათვის უფასო დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content