ონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

by magda

07.06.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მხარის რწმუმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სველი წერტილები, კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდება შიდა ინტერიერზე, მოწესრიგდება და შემოიღობება სკოლის ეზო.

სულ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 33 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content