5
05.09.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ხელმძღვანელმა პირებმა, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს არსებული ხარვეზების დროულად მოგვარებასთან დაკავშირებით, გარკვეული დავალებები მისცეს და ყურადღება გაამახვილეს პროექტით გათვალისწინებულ ვადებსა და შესრულების ხარისხზე.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლების საჭიროებებზე მორგებულ ინფრასტრუქტურული პროექტებზე გამოვლენილ ხარვეზებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და საზედამხევდველო ორგანიზაციის წარმომადგენლები.