30
14.01.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
14 იანვარს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა , გიორგი მაქარაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი”, შპს „ ცოტნე“, შპს „ ლიზი“, შპს “ რაჭა-2005’“,შპს „კაპტელი “, შპს “სამშენებლო- სარემონტო სამმართველო სევერო ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, შდა შპს ‘ონის სერვის ჯგუფის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე , ზოგიერთ ობიექტზე გამოკვეთილი ხარვეზების გამოსწორებასზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.